Monday, March 2, 2015

1.პროექტის სახელწოდება:ადამიანი და გარემო,ტყის გადარჩენა;
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა გააცნობიერონ,თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ტყეების სისტემურ გაჩეხვას,რომ ტყეების გაჩეხვა თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა;
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია,რადგან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაინახონ,თუ რამდენად დიდია ადამიანის გავლენა გარემოზე,რატომ არის ტყეები ადამიანის სიცოცხლისათვის ასეთი მნიშვნელოვანი.დააფიქროს თითოეული მათგანი,როგორ გავუფრთხილდეთ და დავუტოვოთ მომავალ თაობას მსოფლიო იმაზე უფრო ლამაზი და პერსპექტიული,ვიდრე ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით;
4.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია,ხეების დარგვა-გაშენება,მოსწავლეებმა გაითავისონ გარემოზე ზრუნვა,გაუღვივდეთ თავიაანთი მოქალაქეობრივი ვალდებულებები, როგორც საკუთარი საცხოვრებელი ადგილის,ასევე მთლიანი გარემოს მიმართ;
5.მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი;
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე;
7.მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა,თანამშრომლობითი,კომუნიკაციური,კვლევა-ძიებითი უნარების გამომუშავება,სლაიდ შოუების,პრეზენტაციების გაკეთება;
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ფლიპჩარტი,მარკერები,ინტერნეტი,კომპიუტერი,ფოტოაპარატი წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლი;
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1)ფილმის ჩვენება(:"ადმიანი,რომელიც ხეებს,რგავდა.)"ფილმიდან მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ფლიპჩარტზე;
2)კლასი დაიყოფა მცირე ჯგუფებად და თითოეულს ეძლევა შემდეგი დავალებები:
I-ჯგუფი: მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით,შეაგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს,გაესაუბრებიან ძველ მცხოვრებლებს;
II-ჯგუფი:ამზადებენ პროექტის გეგმას თავის ქალაქზე/სოფელზე,როგორ შეიცვალა კონკრეტული ადგილები?როდის დარგეს ხეები?რომელიმე მათგანს თუ დაურგავს და რამდენი და ა.შ;
III-ჯგუფი შეაგროვებენ ფოტომასალებს;
3)პროექტის დასასრულს ჯგუფები წარმოადგენენ თავიაანთ ანგარიშებს/პრეზენტაციას;
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია და სამოქალაქო განათლება;
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):დიანა ბურდული;
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dikoburduli@gmail.com;
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:adamianidagaremo26.blogspot.com;